ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო - კიმ ჩენ ინი

უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო - კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო.
Reuters -ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ამას "მოძმე ერის" დასაცავად, "სუვერენული უფლებების განხორციელება" უწოდა.
მისივე თქმით, ფხენიანი უყოყმანოდ დაუშვებს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ აშშ "გააგრძელებს სამხედრო პროვოკაციებს რუსეთის წინააღმდეგ“.
"ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ეს შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს. მე ყველა მამაც ჯარისკაცს, ვინც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ", - თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.