ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სირსკი - მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და მის საწარმოებლად 640 000-მდე ჯარისკაცს იყენებს

ალექსანდრ სირსკი - მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და მის საწარმოებლად 640 000-მდე ჯარისკაცს იყენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და იყენებს ჯარების გაერთიანებულ ძალას, რომლის საერთო რაოდენობა 640 000-მდე ადამიანია.
„სამართლიანი მშვიდობის მიღწევის იმედი გვაქვს, თუმცა ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზის დაახლოებით 1 100 კილომეტრიან მონაკვეთზე გრძელდება. დიპლომატიური მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი არ თმობს თავის წინა საბრძოლო მიზნებს; მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გამოფიტვის ომად აქცია და 640 000-მდე ადამიანისგან შემდგარ გაერთიანებულ ძალას იყენებს“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ეფექტური თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას, რაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგებს აყენებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.