ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ინფორმაციით, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმი „BRAVO Team“-ი აცხადებს, რომ კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
უკრაინულმა სპეცრაზმმა ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, მათი მტკიცებით ქალაქის ცენტრშია გადაღებული.
„ქალაქი სუჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, დიდება ყველა ბრიგადასა და ბატალიონს, ვინც ამაში მონაწილეობდა“, - აღნიშნულია ერთ-ერთი ვიდეოს წარწერაში.
ვიდეო ჩანაწერში უკრაინელი სამხედრო აცხადებს, რომ ქალაქში რუსი სამხედრო მოსამსახურეები აღარ არიან.
მეორე ვიდეოში ჩანს ქალაქის ცარიელი ქუჩები და სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი სუჯის ცენტრალურ მოედანზე გადაადგილდებიან.
უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებებს ამ განცხადებებზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.