ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინელებმა ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს, რათა მოეხდინათ თავდაცვის ორგანიზება ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული ჯარების ჯგუფის, „ტავრიას“ სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვმა განაცხადა.
„მოწინააღმდეგის ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ქვედანაყოფები ახორციელებენ აქტიურ თავდაცვას, მოქმედებენ მანევრირებულად. ავდიივკა- მარინკას მიმართულება ყველაზე ცხელ მიმართულებად რჩება. ჩვენმა ჯარებმა ავდიივკას მიმართულებით მტრის 25 შეტევა მოიგერიეს, მარინკაში - 40. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის პერიოდში“, - აღნიშნა დიმიტრი ლიხოვმა.
მისი თქმით, უკრაინელების ლასტოჩკინოდან გასვლა ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ თავდაცვის ორგანიზებისა და მტრის შემდგომი წინსვლის აღკვეთის მიზნით მოხდა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს სოფელ ლასტოჩკინოდან, რათა მოეხდინათ თავდაცვის ორგანიზება ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ და თავიდან აეცილებინათ მტრის შემდგომი წინსვლა“, - განაცხადა ლიხოვმა.
ცნობისათვის, ლასტოჩკინო ავდიივკადან 6 კილომეტრში მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.