ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების გაშვებული 18 დრონიდან 16 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„25 თებერვლის ღამეს მოწინააღმდეგემ თავდასხმა Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ჩაუდას კონცხის ტერიტორიიდან განახორციელა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა და საჰაერო ძალების ავიაციამ ერთობლივი მოქმედების შედეგად პოლტავას, კიევის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 16 დრონი გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.