ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის შეიარაღებული ძალები - პოკროვსკში სამძებრო-საიერიშო ოპერაციები და მტრის ლიკვიდაცია გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალები - პოკროვსკში სამძებრო-საიერიშო ოპერაციები და მტრის ლიკვიდაცია გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ დონეცკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი პოკროვსკი დაიპყრეს.
„პოკროვსკში გრძელდება სამძებრო-საიერიშო ოპერაციები და მტრის ლიკვიდაცია ურბანულ რაიონებში“, - ნათქვამია უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ისარგებლეს რა არახელსაყრელი ამინდის პირობებით, დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ სცადეს „დროშის აღმართვა“ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, რათა პროპაგანდისტებს ეს გამოეყენებინათ იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მთელი ქალაქი პოკროვსკი აიღეს. ამის შემდეგ ისინი სწრაფად გაიქცნენ და მტრის ჯგუფების განადგურება გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სწრაფი რეაგირების მე-7 კორპუსმა ასევე უარყო რუსეთის განცხადება პოკროვსკის აღების შესახებ.
„რთული სიტუაციის მიუხედავად, თავდაცვის ძალები კვლავ აგრძელებენ მტრის შეკავებას“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 30 ნოემბერს არმიის სამეთაურო პუნქტში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა, რომ პოკროვსკი „გათავისუფლდა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.