ვალერი გერასიმოვი – რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას ყველა მიმართულებით აგრძელებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას ყველა მიმართულებით აგრძელებენ, – ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
ვალერი გერასიმოვის განცხადებით, „კრასნოარმიისკის [პოკროვსკი] გათავისუფლების შემდევ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიზანს დიმიტროვის [მირნოგრადი] გათავისუფლება წარმოადგენს“.
„51-ე არმიის დაჯგუფებების მთავარი მიზანი დიმიტროვის [მირნოგრადი] რაიონში ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურებაა. დღევანდელი მდგომარეობით, ქალაქის სამხრეთი ნაწილი გათავისუფლებულია და ჩვენი სრული კონტროლის ქვეშაა. ეს ქალაქში არსებული შენობების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტს წარმოადგენს“, – განაცხადა გერასიმოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი