უკრაინის ფინანსთა სამინისტრო – დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარი) გადაცემის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
სახსრები “დიდი შვიდეულის” ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი აშშ დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ERA-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-სგან და 3 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება