უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინა გმობს აღნიშნულ არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს