ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა პირები, რომლებიც რადაში შეჭრას და ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ

უკრაინის უშიშროების სამსახურმა აქტივისტთა ჯგუფი დააკავა, რომელიც უმაღლესი რადას შენობაში შეჭრას და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამ გეგმის განხორციელება 28 ივნისისთვის იგეგმებოდა, როდესაც უკრაინაში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

ჯგუფის სათავეში იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლიდან ანტიუკრაინულ აქციებს მართავდა. მას კიევის ცენტრში საპროტესტო აქცია უნდა შეეკრიბა და შემდეგ აქციის მონაწილეები რადას შენობაში შესულიყვნენ.

დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. მათ კონსტიტუციური წყობის შეცვლა ბრალდებათ. ამ მუხლზე მაქსიმალური სასჯელია 10-წლიანი პატიმრობა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.