უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ტაგანროგში ტუ-142 ტიპის 2 თვითმფრინავი და „ისკანდერის“ კომპლექსი გაანადგურეს (ვიდეო)

30 მაისის ღამეს უკრაინულმა დრონეებმა რუსეთის ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა და ტუ-142 ტიპის 2 თვითმფრინავი გაანადგურეს

ამის შესახებ უპილოტო სისტემების ძალების მეთაური მაიორი რობერტ „მადიარ“ ბროვდი, სოციალურ ქსელში წერს.

„დრონებმა 30 მაისის ღამეს რუსეთის ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე გაანადგურეს „ისკანდერის“ სისტემა და ტუ-142 ტიპის 2 თვითმფრინავი… ტაგანროგში განხორციელდა „თავაზიანობის ვიზიტი“ პირველი ოპერატიული ცენტრის დრონების მიერ,“ – აცხადებს უპილოტო ძალების მეთაური.

მეთაურის განმარტევით, ტუ-142 წარმოადგენს შორ მანძილზე მოქმედ თვითმფრინავს, რომელიც აგებულია სტრატეგიული ბომბდამშენის ბაზაზე.

„ისკანდერი“ არის რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, რომელიც „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტებს უშვებს და რომლის გამშვები პოზიცია ტაგანროგის მახლობლად იყო განთავსებული.

„შედეგი არ შემოიფარგლა მხოლოდ ჩამოთვლილი სამიზნეებით – რამდენიმე რაკეტა წყალშიც მოხვდა. ვიდეო მოგვიანებით გავრცელდება,“ – წერს რობერტ „მადიარ“ ბროვდი.

30 მაისის ღამეს დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურას შეუტიეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა ტანკერსა და საწვავის რეზერვუარს. ასევე დარტყმის სამიზნე გახდა ნავთობბაზა კრასნოდარის მხარეში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება