უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ -34“ ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ -34“ ჩამოაგდეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
„მინუს ერთი, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. „სუ-34“-ის ეკიპაჟი ჩვენს რუბრიკას, „მარადიული ფრენა, ძმებო!“, უერთდება“, - განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„რუსულ დათვს პატარა ნაჭრებად შევჭამთ. ერთად - გამარჯვებამდე! P.S. ჭორები ვრცელდება, რომ ბოლო დროს ცუდ ხასიათზე ვარ. ამის უფლება არ მაქვს! ასეთი საბრძოლო მოქმედებებით, ეს უბრალოდ მშვენიერია!“, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.