ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით რუსების მიერ დღეს დილით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რვა საჰაერო სამიზნე, რომლებიც დედაქალაქისკენ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და დედაქალაქსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.