პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელი - რუსებს 900-მდე მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა დარჩათ

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსებს 900-მდე მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა დარჩათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უახლესი მონაცემებით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც წინა პერიოდში - დაახლოებით 900 მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა. რაოდენობა უცვლელია, რადგან მტერმა 29 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში სამი მასშტაბური შეტევის დროს დიდი რაოდენობით რაკეტები გამოიყენა“, - აღნიშნა იგნატმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რაკეტებს აწარმოებს, ის ასევე ხარჯავს მათ და ამიტომ, მაჩვენებელი იმავე დონეზე დარჩა. იგნატის მტკიცებით, ამჟამად, რუსეთის ფედერაცია თვეში 100-მდე რაკეტას აწარმოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.