უკრაინის საჰაერო ძალები - რუსული ხომალდი ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი" ფეოდოსიის რაიონში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.
რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავასა და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან გაუშვეს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, ხერსონის, მიკოლაივისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.