ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის მიმართულებით 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის მიმართულებით 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა, ერთი S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და 181 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 115 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 55 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.