უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა - 7 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინას 64 რაკეტითა და დრონით შეუტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 44 მათგანი გაანადგურა
7 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინას 64 რაკეტითა და დრონით შეუტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 44 მათგანი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს.
„2024 წლის 7 თებერვლის დილით, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით რამდენიმე შეტევა განახორციელა. მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებით, ფრთოსანი, ბალისტიკური და საზენიტო მართვადი რაკეტებით“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. რუსეთის თავდასხმების სამიზნეს კიევის, დნიპროპეტროვსკის, ლვოვის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები წარმოადგენდა.
ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.