არქივი10 აპრილი, 2024, 07:07
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს.
„სულ, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში Shahed-ის ტიპის 14 დრონი განადგურდა. თავდასხმა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, 2 „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი და 1 „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები და რაკეტები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.