ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინას წუხელ ბალისტიკური რაკეტებით და Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტია, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა დრონი გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მტერმა უკრაინას „ს-300/S-400“ ტიპის ორი მართვადი საზენიტო რაკეტით, ბალისტიკური „ისკანდერ-მ“-ის სამი რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით შეუტია.
„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ცამეტივე „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდეს ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.