არქივი29 თებერვალი, 2024, 07:07
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსეთს კიდევ ერთი Су-34 გაუნადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის არმიის კიდევ ერთი გამანადგურებელი ბომბდამშენი Су-34 ჩამოაგდეს. ინფორმაცია დღეს, 29 თებერვალს გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი „აღმოსავლეთის მიმართულებით“ გაანადგურეს.
ბოლო სამ დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თებერვალში რუსეთმა უკრაინაში დაკარგა საერთო ჯამში, 11 სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.