უკრაინის არმია აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთი სუ-34 ჩამოაგდო
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა საზენიტო რაკეტებით რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს.
გენერალმა ნიკოლაი ოლესჩუკმა Telegram-ზე დაწერა: „ვოსტოკის საჰაერო სარდლობა ადასტურებს გამანადგურებელ-ბომბდამშენის სუ-34-ის, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის ჩამოგდებას“.
ოლესჩუკმა მანამდე განაცხადა, რომ რაკეტები რუსეთის ორი გამანადგურებელს - სუ-34-სა და სუ-35-ს ესროლეს.
ერთი დღით ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 13 რუსული თვითმფრინავი, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა.
2 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა 346 თვითმფრინავი დაკარგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ მონაცემებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
დაწერეთ კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.