უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 111 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 63 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 46 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის