ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 41 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 64 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 41 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 22 გაუჩინარდა, მათგან 3 რუსეთის და 1 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.