ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი გადადგა

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი გადადგა

რუსეთის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი, მიხაილო დრაპატი თანამდებობიდან გადადგა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელებში დაწერა.
“ეს გააზრებული ნაბიჯია, რომელსაც ჩემი პირადი პასუხისმგებლობა მკარნახობს. 239-ე პოლიგონზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც ჩვენი მებრძოლები დაიღუპნენ. როგორც სარდალმა, ვერ შევძელი ჩემი ბრძანებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა”, – დაწერა დრაპატიმ.
სასწავლო ცენტრზე იერიში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გუშინ მიიტანეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.