რუსეთმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა

რუსულმა ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა და ოფიციალური გამოძიება დაინიშნა. ოპერატიული „აღმოსავლეთის“ სარდლობა ასევე სრულ დახმარებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს.
„თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები მკაცრად აგებენ პასუხს“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია