უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განხორციელდა – იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემის მუშაობა დროებით შეჩერებულია

უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემაზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა დროებით შეჩერდა. ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს ყველა მონაცემი, რომელზეც წვდომა ჰქონდათ, მათ შორის სარეზერვო ასლები სერვერებზე პოლონეთში.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიბერშეტევამ გამოიწვია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ერთიანი და სახელმწიფო რეესტრის მუშაობის დროებითი შეწყვეტა. დადგინდა, რომ თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლების მიზანი ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირების მოშლა იყო.
ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, სისტემის აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს