კიბერშეტევის შედეგად პარალიზებულია უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა

კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა დროებით შეწყვიტა უკრაინის სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემამ.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა. სისტემა 19 დეკემბერს ღამით გაითიშა და მის აღდგენას სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.
სტეფანიშინას განცხადებით, რუსი ჰაკერების მიერ ორგანიზებული თავდასხმის მიზანი იყო უკრაინის ძირითადი სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირების დარღვევა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსი ჰაკერების ჯგუფმა XakNet Team-მა. მისი მტკიცებით, გაანადგურეს უკრაინის რეესტრის მონაცემთა სარეზერვო ასლებიც, რომლებიც პოლონეთში ინახებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ