ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს და მონაცემები მოიპოვეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს და საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების დიდ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს.
„ახლა უკრაინის სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც რუსეთის ომის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტაციის მთელი რიგი“, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში.
უწყების ცნობით, საუბარია ბრძანებებზე, ანგარიშებზე, მოხსენებებზე, განკარგულებებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურის 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის ვრცელდებოდა.
„მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მისი დანაყოფების სისტემის სრული სტრუქტურა“, - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.