ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხობს და აცხადებს, რომ ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური არ აფიქსირებს უკრაინის საზღვართან ბელარუსის ჯარების აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობის ზრდას , - ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, პოლკოვნიკი ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ქვეყნის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.
ანდრეი დემჩენკოს თქმით, ლუკაშენკო აგრძელებს საინფორმაციო სიტუაციის ესკალაციას აგრესიული განცხადებებით, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება.
„ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყანის საამებლად“, - აცხადებს ანდრეი დემჩენკო.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ბელარუსის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.