ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი საზღვარზე აფართოებს ევაკუაციის ოპერაციას, უკრაინის შეჭრის შეკავების მცდელობის ფონზე

მოსკოვმა 12 აგვისტოს უკრაინის მოსაზღვრე არეალებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის გაფართოების ბრძანება გასცა, იმ ფონზე, როცა მისი ძალები ცდილობენ შეაკავონ უკრაინის არმიის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე უპრეცედენტო შეჭრა.
"საგანგაშო დილა დაგვიდგა. კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე მტრის აქტივობაა. მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას უფრო უსაფრთხო ადგილებში" - ამბობს სამხრეთ-დასავლეთის ბელოგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით. გლადკოვი არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას და სად გადაყავთ ისინი.
უკრაინის ძალებმა კიდევ 30 კილომეტრით წაიწიეს წინ, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა სამხედრო ძალით.
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ შეძლო გარდაეტაცა 18 დრონი, რომლებიც ღამით უკრაინამ გაუშვა კურსკის, ბელგოროდის და ვორონეჟის რეგიონებისკენ. სამინისტრო არ აკონკრეტებს დრონების მთელ რაოდენობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.