ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სინანულს გამოვხატავთ საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო - ეს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის

სინანულს გამოვხატავთ საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო, - ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.
მისი თქმით, ეს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის.
„ნორვეგია სინანულს გამოხატავს საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. ეს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის. საქართველოს ამის გადახედვისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია ესპენ ბარტ ეიდეს განცხადებაში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.