არქივი19 თებერვალი, 2025, 21:26
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას

ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “უკრაინამ ევროპის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე შემზარავ სამხედრო თავდასხმასა და ტოტალური ომის სამ წელს გაუძლო“.
„უკრაინელმა ხალხმა და მისმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას”, - წერს სიბიგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.