უკრაინის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი - ინფორმაცია, რომ უკრაინა წინასწარ იყო ინფორმირებული დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, მცდარია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ კიევი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, მცდარია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული სატელეფონო ზარის შესახებ, მცდარია. შესაბამისად, უკრაინა ამ საუბარს ვერც მხარს დაუჭერდა და ვერც წინააღმდეგი იქნებოდა“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ Reuters-ს.
ცნობისთვის, გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს ტელეფონით ისაუბრეს და უკრაინის ომი საკითხი განიხილეს. გამოცემის ცნობით, კიევი ინფორმირებული იყო სატელეფონო ზარის შესახებ და არ გაუპროტესტებია ის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.