ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კიევში რუსების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კიევში რუსების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა

კიევში რუსების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო ავრცელებს.
„კიევში საჰაერო განგაში უკვე 10 საათია გრძელდება. რუსები ჩვენი დედაქალაქისა და მიმდებარე რეგიონების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებენ. ეს დარტყმები მიზანმიმართულად ხორციელდება საცხოვრებელ შენობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა სადღესასწაულო უქმე დღეებში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა გაიზარდოს“, - წერს სვირიდენკო X-ზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევის ნაწილს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა.
„კიევში, დაახლოებით 600 000 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.