არქივი27 დეკემბერი, 2025, 11:24
რუსების მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა

რუსების მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
უკრაინის დედაქალაქის მერის განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შემდეგ კიევში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იწვის.
ვიტალი კლიჩკოს ცნობით, მაშველები ერთ ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.
ასევე, დარნიცკის რაიონში ხანძარი კერძო სახლებსაც გაუჩნდა.
მაშველებმა ხანძრის გავრცელების რისკის გამო მოხუცთა თავშესაფრიდან 10 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.