არქივი6 მაისი, 2025, 23:34
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა
"დღეს პატივად მერგო უმაღლესი მთავარსარდლისგან მიმეღო ჩემი ქვედანაყოფის და მისი თითოეული მებრძოლის დამსახურების, ბრძოლის და შრომის აღიარება. ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა. მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და შესაბამისად დააფასა. არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის, ვიდრე მისი ქვედანაყოფის და პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას" | წერს გიორგი ქუფარაშვილი სოციალურ ქსელში
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.