უკრაინის პრეზიდენტი არგენტინაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და გზას აშშ-ისკენ გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ ამერიკაში თავის პირველი ვიზიტის ჩარჩოებში არგენტინაში ჩავიდა და დაესწრო ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას.
ზელენსკიმ საუბარი გამართა მილეისთან, რომელიც თავს ანარქო-კაპიტალისტს და ლიბერტარიანელს უწოდებს, და რომელმაც ახლახან გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.
მან არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერა.
არგენტინისკენ გზად მიმავალმა ზელენსკიმ მოინახულა კაბო ვერდე და მის პრემიერს შეხვდა.
არგენტინაში ჩასვლის შემდეგ ზელენსკი შეხვდა სამხრეთი ამერიკის სამი ქვეყნის – პარაგვაის, ურუგვაის და ეკვადორის, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტებს. ზელენსკის მიზანია მიიმხროს რუსეთთან ომში სამხრეთი ამერიკის ქვეყნები.
ემანუელ მაკრონთან საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საბჭოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების გარშემო კიევთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ.
არგენტინის შემდეგ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა
.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!