პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ხავიერ მილეის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.
ზელენსკი ბუენოს-აირესში ჩასვლამდე კაბო-ვერდეს ეწვია და პრემიერს ესაუბრა. არსებული ინფორმაციით, დღეს საღამოს ბუენოს-აირესში ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.
52 წლის ხავიერ მილეი ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატია. არჩევნებში მან ამომრჩევლის თითქმის 56%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. თანამდებობაზე მილეი 2027 წლამდე დარჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.