უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გახდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი

რუსეთის ასტრახანის რეგიონის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი დანიშნა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრად – იუწყება მედია 16 სექტემბერს. 57 წლის დერკაჩი უკრაინაში ქვეყნის ღალატის და კორუფციის ბრალდებების საფუძველზეა ძებნილი.
დერკაჩი თითქმის 25 წლის განმავლობაში იყო პარლამენტარი უკრაინაში. ქვეყანა მან დატოვა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. შარშან მას შეუჩერდა უკრაინის მოქალაქეობა.
დერკაჩის მამა, ლეონიდ დერკაჩი – რომელიც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა 2022 წლის იანვარში, – იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია