იარაღის საწყობში აფეთქებების გამო ვორონეჟის რეგიონში 600-ზე მეტმა მოსახლემ დატოვა სახლები

რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში 600-ზე მეტმა მოსახლემ დატოვა საცხოვრებელი სახლები, რადგან ოსტროგოჟსკის რაიონში, იარაღის საწყობში გაგრძელდა საბრძოლო მასალების დეტონაცია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული მთავრობის პრესსამსახური. საწყობს ცეცხლის გაუჩნდა 24 აგვისტოს ღამეს, მას მერე, რაც, გავრცელებული ცნობებით, ის უკრაინის მხრიდან დრონებით მოწყობილი იერიშის სამიზნე გახდა.
მაშველებმა ევაკუაციისთვის რამდენიმე დროებითი განთავსების პუნქტი გახსნეს, თუმცა, როგორც იუწყებიან, სახიფათო რეგიონების მაცხოვრებელთა უდიდესმა ნაწილმა თავი ნათესავების სახლებს შეაფარა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 აგვისტოს დილისთვის “შეწყდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაციის აქტიური ფაზა”, და მომხდარის ადგილზე გამნაღმველებმა დაიწყეს მუშაობა. რაც ნიშნავს, რომ საწყობში აფეთქებები სავარაუდოდ 24 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
კატეგორიულად აკრძალულია შესვლა იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც მაცხოვრებლებმა დატოვეს. ცალკეულ ადგილებში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
საწყობში აფეთქებების შედეგად დაზიანებები მიიღო ორმა ქალმა, ერთი მათგანი საავადმყოფოშია, მძიმე მდგომარეობაში, მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს