უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის ტექსტი, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის მობილიზებულთა ასაკის 27 წლიდან 25 წლამდე შემცირებასაც ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტმა, მ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ სამხედროებმა კიდევ 450 000-500 000 უკრაინელის მობილიზება შესთავაზეს, მაგრამ ეს იყო უაღრესად მგრძნობიარე საკითხი, რომელსაც სამხედროები და მთავრობა განიხილავდნენ, სანამ გადაწყვეტდნენ, გაეგზავნათ თუ არა წინადადება პარლამენტისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურდა მეტი არგუმენტის მოსმენა დამატებითი ხალხის მობილიზებისთვის. „ეს არის ძალიან სერიოზული რიცხვი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, მ გუშინ განაცხადა, რომ სამხედრო სარდლობის მოთხოვნით, მთავრობა კანონპროექტზე მუშაობდა და მას ორშაბათს წარადგენდნენ. ”სამხედროებს სჭირდებათ თავისი პრობლემების გადაწყვეტა. საზოგადოებას სურს ყველა მგრძნობიარე კითხვაზე პასუხის მოსმენა“, – განაცხადა არახამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ