უკრაინის და -ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის და -ის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
“პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგადაა ინფორმირებული, მადლობა მას უკრაინის მიმართ ამ ყურადღებისთვის. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ცის დაცვის გაზრდის საკითხზე. შევთანხმდით ჩვენი გუნდების საპასუხო შეხვედრაზე”, – წერს ზელენსკი ტელეგრამით და აღნიშნავს, რომ საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.
ზელენსკის თქმით, მან ტრამპთან ასევე განიხილა აშშ-სთან ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები თავდაცვის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.
ტრამპის და ზელენსკის საუბრის შესახებ ასევე იუწყება Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი. ჟურნალისტს წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტების საუბარი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და რომ ეს იყო “კარგი ლაპარაკი”. წყაროს თქმით, ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმების ესკალაციისა და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს