“უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო… რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია… რა სამი დღე? – ორი წელი” | ზელენსკი

“უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო… რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია… რა სამი დღე? – ორი წელი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ამ წლის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწია. 2023 წელზე ვსაუბრობ. რუსეთმა ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია, რა სამი დღე? – ორი წელი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ ფინანსური დახმარების კუთხით, არ უღალატებს.
“რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას – ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს, და იმას, რაზეც შევთანხმდით, აშშ ბოლომდე შეასრულებს. ველით ამ დახმარებას, მათ დეტალები იციან, რისთვისაა ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს ეს, მათ იციან როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ თარიღების გადატანა”, – განაცხადა ზელენსკიმ
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პერზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველწლიურ პრესკონფერენციას მართავს და 2023 წელს აჯამებს.