“ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, უკრაინა გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს” | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის ორგანიზება სურს, მიუხედავად იმისა, რომ სადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია.

მისი თქმით, გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს და ამისთვის უნგრულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს.
“შესაძლოა, მას ეს თემები წამოუწევია თავის მეგობრებთან, ევროკავშირის ლიდერებთან ან სადმე საზღვარგარეთ, -ში. ჩემთვის ეს ცოტათი უცნაურია, ვინაიდან, ხანდახან ჩვენდამი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია. და ეს ფაქტი მას ჩემგან მოუსმენია. ბევრი კითხვა მქონდა მასთან… წინა ჯერზე, არგენტინაში, ორბანს ვუთხარი: ვიქტორ, ერთი მიზეზი მაინც მომეცი ევროკავშირში მხარს რატომ არ გვიჭერთ? მან ვერ შეძლო თქმა… და მეორე, ვკითხე მას, რატომ არ შეგვიძლია ჩვენს შორის ოფიციალური შეხვედრის ორგანიზება? და მან ასევე ვერ შეძლო პასუხის გაცემა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პერზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველწლიურ პრესკონფერენციას მართავს და 2023 წელს აჯამებს.

იხილეთ ასევე:
· “უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო… რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია… რა სამი დღე? – ორი წელი” | ზელენსკი