ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ყირიმში რუსული გემი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე რუსულ ბუქსირს, „სატურნს“ დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პანსკოეს ტბის წყლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი გემი განადგურდა“, - აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ყირიმის შავი ზღვის რაიონში რუსული გემი გაანადგურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.