არქივი31 მაისი, 2024, 09:22
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის 32 დრონი და 5 რაკეტა გაანადგურეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ კრასნოდარის ტერიტორიაზე 29 დრონი და „ნეპტუნის“ 5 რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თითო-თითო დრონი განადგურდა ვორონეჟის, ბელგოროდისა და ტამბოვის ოლქებში.
„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის არაერთი მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები „ნეპტუნის“ საზენიტო რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.