უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კირილ ბუდანოვის ცოლის გარდა, მოწამლულია მათი რამდენიმე თანამშრომელიც
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მეუღლის მძიმე ლითონებით მოწამვლა.
მისი თქმით, მკურნალობის კურსი უკვე დასრულებულია და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
იუსოვის თქმითვე, ბუდანოვას გარდა, მოწამლულია უკრაინის დაზვერვის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე, მარიანა ბუდანოვა მოწამლეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.