მედია: უკრაინის დაზვერვის უფროსის მეუღლე მოწამლეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს [გურ] ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის მეუღლე მარიანა მძიმე მეტალებით მოწამლეს, წერენ უკრაინული მედიასაშუალებები.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
„ინფორმაცია ბუდანოვის ცოლის [მოწამვლაზე] სიმართლეა. თავს ცუდად გრძნობდა, ჩატარდა ანალიზები, რომლებმაც გამოავლინა მოწამვლა“, – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ ძალოვან სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით. ამავე გამოცემის წყაროების ცნობით, ბუდანოვის მეუღლე, „დიდი ალბათობით, საჭმლით მოწამლეს“.
„ბაბელის“ წყაროები ამბობენ, რომ მარიანას ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არც სამხედრო და არც ყოფით ცხოვრებაში არ გამოიყენება. „მათი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს კონკრეტული ადამიანის მოწამვლის მიზანმიმართულ მცდელობაზე“.
წყაროების ინფორმაციით, თავად მარიანამ უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი და თავს უკეთესად გრძნობს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მის გარდა ბუდანოვის უწყების რამდენიმე სხვა თანამშრომელიც მოწამლეს, რომლებიც ასევე გადიან მკურნალობის კურსს.
„ერ-ბე-კა ს“ ცნობით, თავად ბუდანოვი მოწამლული არაა.
კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ მეუღლე, უსაფრთხოების მიზნით, მასთან ერთად კაბინეტში 24/7-ზე ცხოვრობს. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის მკვლელობა ათზე მეტჯერ სცადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის