უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს გამოაცხადა, რომ ჩაატარა „რთული და წარმატებული კიბერსპეცოპერაცია“, რომლის სამიზნე იყო ს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად წვდომა მოიპოვა „როსავიაციის“ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე, რომლებიც ცხადყოფენ, რომ საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოპოვებული დოკუმენტებით, რომელთა შორის ყოველდღიური ანგარიშებიცაა, ირკვევა, რომ რუსეთში უკვე სისტემური ხასიათი მიიღო თვითმფრინავების ძრავის, შასის და ფრთის გაუმართაობით გამოწვეულმა ინციდენტებმა.
ში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა მოიცვა სამოქალაქო ავიაციის სფეროც. მათ შორის აკრძალულია რუსეთისთვის თვითმფრინავების და მათი ნაწილების მიწოდება, ავიალაინერების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში რუსეთის სამოქალაქო ავიაციამ დააფიქსირა 185 შემთხვევა, რომელთა მესამედი სხვადასხვა დონის საფრთხის შემცველი იყო. 2023 წლის პირველ 9 თვეში აღრიცხულია თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის 150 შემთხვევა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით(50 შემთხვევა) სამჯერ მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი