ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

УП: უკრაინამ რუსეთში, მურმანსკში აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა და Ту-22М3-ს დაარტყა

გამოცემა Українська правда უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ დღეს, 27 ივლისის დილას უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ Оленья-ზე იერიში მიიტანა და Ту-22М3 ტიპის შორი მანძილის სტრატეგიულ ბომბდამშენს დაარტყა.
"თავდაცვის ძალების ГУР-ის ოპერაციის შედეგად ოლენეგორსკის მახლობლად Оленья-ს სამხედრო აეროდრომზე, რუსი ოკუპანტების სტრატეგიული ავიაციის ბაზირების ადგილას შორი მანძილის ზებგერით ბომბდამშენზე, Ту-22М3-ზე იერიში იქნა მიტანილი". - თქვა წყარომ УП-სთან საუბრისას.
გამოცემის წყარომ ასევე დაამატა, რომ უკრაინასა და სამიზნე აეროდრომს შორის მანძილი 1 800 კილომეტრს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.